03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა შენობაში თვითნებურად შესახლებულების აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან სოციალურად დაუცველების, იპოთეკით დაზარალებულების, ეკომიგრანტებისა და სხვადასხვა შენობაში თვითნებურად შესახლებულების გაერთიანებული აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ მათი პრობლემების მოგვარებას.

იპოთეკარების მოთხოვნა უცვლელია. ისინი შესახლების პროცესის შეჩერებასა და დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვენ, თვითნებურად შესახლებულები მათი საკითხების თავიდან შესწავლასა და იმ კატეგორიების გაზრდას ითხოვენ, რომელსაც სამომავლოდ ბინებით დააკმაყოფილებენ.

აქცია დრამატული თეატრიდან დაიწყო. მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. შეკრებილებს ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ შეხვედრია.

 

დღის ამბები