03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ქუჩაში დარჩენილი მარტოხელ მოხუცის ისტორია

ქობულეთში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცს 2012 წლის მიწისძვრის შემდეგ დაზიანებული სახლი ცეცხლმა დაუწვა. შოთა ფუტკარაძეს ორივე ფეხის ტერფები ამპუტირებული აქვს, რის გამოც მარტო ვერ გადაადგილდება. მისი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოხუცის პრობლემა იცის, მაგრამ როდის შეძლებს დახმარებას, არა.

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიცია მმართველ გუნდს მოსახლეობის პრობლემების მოგვარების ნაცვლად სოლიდური პრემიების აღების გამო აკრიტიკებს. მარტო ბოლო თვეში საკრებულოს წევრებმა ორჯერ აიღეს 16 ათასი ლარის ოდენობის პრემია.

 

ავტორები: თეა ვაშალომიძე, თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები