03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ათეულობით ოჯახი 10 წელია, ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს

ათეულობით ოჯახი 10 წელია, ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ შენობებს ბზარები ყოვლედღიურად ემატება და აქ ცხოვრება მათთვის დღითიდღე საშიში ხდება. წვიმის დროს ნაპრალებში წყალი ჟონავს, ქარის დროს კი მთლიანი შენობა ზანზარებს. ეს საცხოვრებელი სახლი დაბა ვალეში მდებარეობს.

დაბა ვალეში ავარიულ შენობებში 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. როგორც ისინი ამბობენ, ეს პრობლემა მათ უკვე 10 წელია, აწუხებთ.

ახალციხის ხელისუფლებამ პრობლემის შესახებ იცის, თუმცა მოსახლეებს ვერ ეხმარება.

 

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, მაია იველაშვილი, ლევან ყურაშვილი, ქეთი ჯაფარიძე.

დღის ამბები