03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ჟინვალის მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება

ჟინვალის მოსახლეობას დაბინძურებულ წყალს მიეწოდება. ონკანის წყალს, რომელსაც ადგილობრივები სასმელად იყენებენ, ქვიშა და ლაფი მოჰყვება. ჟინვალის მაცხოვრებლებს ჭურჭელისა და სარეცხის დასარეცხად ონკანიდან წყლის აღება დოლბანდის გამოყენებით უწევთ.

დუშეთის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, ჟინვალის წყალი სასმელად ვარგისია. თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვთ ადგილობრივებს. ისინი ინფექციური დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სასმელ წყალს უკვე წლებია, მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან.

დაბაში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. ფეკალიები ქუჩებში პირდაპირ გზის ნაპირას მოედინება. ანტისანიტარიის გამო, ადგილობრივების ინფორმაციით, სხვადასხვა ინფექციებია გავრცელებული.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.

დღის ამბები