03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ლამბალოში ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას ოჯახის წევრები დღემდე უშედეგოდ ითხოვენ

ზახიდ ჯეირანოვა მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ორგანიზებაში თანასოფლელს, ტელმან გასანოვს ასახელებს. გარდაცვლილის მამა უკვე 8 თვეა, სამართალდამცავებს სწორედ გასანოვისა და კიდევ 4 თანასოფლელის დაკითხვას უშედეგოდ სთხოვს.

შემთხვევა საგარეჯოს რაიონ სოფელ ლამბალოში 2014 წლის 18 სექტემბერს მოხდა მაშინ, როდესაც 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი ნახეს. თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე კი ქალი ღალატის ბრალდებით ქმრის ნათესავებმა სოფლის ცენტრში, ადგილობრივების თვალწინ სასტიკად სცემეს. საჯარო ცემის ფაქტს, ლამბალოს მოსახელობის გარდა, გარდაცვლილი ქალის 14 წლის შვილიც შეესწრო.

გარდაცვლილი ქალის მამა აცხადებს, რომ სამართალდამცავები ხანუმა ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეს მიზანმიმართულად არ იძიებენ.

სამართალდამცავებს საქმის გამოძიებას სთხოვს გარდაცვლილი ხანუმ ჯეირანოვას ქმარიც, რომელიც შემთხვევის დროს სოფელში არ იმყოფებოდა. პოლიციამ არც ქმრის მოთხოვნაზე მოახდინა რეაგირება. გარდაცვლილის მეუღლემ კი, ოჯახის თქმით, შურისძიება თავად გადაწყვიტა და ერთ-ერთ პირს, აფკან გუსეინოვს, იარაღი ესროლა. შემდეგ პოლიციას ჩაბარდა და დღეს 7-15 წლამდე სასჯელი ემუქრება.

ხანუმ ჯეირანოვას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

 

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ლევან კალანდია, გივი კაჭარავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები