03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა მიერ სასწავლო პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე ურთიერთდახმარებას სასწავლო პროექტების ფარგლებში. შსს-ს აკადემია, არსებული კანონმდებლობისა და აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, გაითვალისწინებს სააგენტოს ინტერესებსა და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სტუდენტთა და მსმენელთა პროფესიულ ზრდას და სააგენტოს საქმიანობაში მაღალი აკადემიური სტანდარტების უზრუნველყოფას, ასევე ერთობლივი სამეცნიერო და კვლევით პროექტების და პროგრამების, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების განხორციელებას საზოგადოების რელიგიური განწყობის შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

მემორანდუმის გაფორმებას შსს-ს აკადემიისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები