03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვები ესპანეთში ფესტივალზე გაემგზავრნენ

ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები წეროვნიდან გუშინ ესპანეთში გაემგზავრნენ. საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ნაციონალურ კულტურას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მოზარდები წარმოადგენენ, რამდენიმე დღე გაგრძელდება. ესპანეთში დაგეგმილ ფესტივალზე საქართველოს ეროვნულ კულტურას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვები წარმოაჩენენ.

პროექტი სახელად - ”დევნილთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის” სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობას ითვალისწიენბს და მიზნად ისახავს დევნილთა სოციალიზაციასა და განათლებას. 

დღის ამბები