03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ავიაიერიშებს ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ 7 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე კოალიციური ძალების ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

სირიის ალეპოს რეგიონში განხორციელებული შეტევის შედეგად 50–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვი.

გავრცელებულ ინფორმაციას პენტაგონში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სტატისტიკური მონაცემებით, კოალიციური ძალების ავიაიერიშებს საერთო ჯამში 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ათას 900–ზე მეტი ისლამისტი მებრძოლია. 

 

 

დღის ამბები