03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
მედიატურნირი ჯომარდობაში - "რუსთავი 2" კვლავ გამარჯვებულთა შორისაა

ფასანაურის საჯომარდო ბაზაზე მედიატურნირი გაიმართა. საკონკურსო მარშრუტი 800 მეტრიან დისტანციაზე განთავსებულ სპეციალურად მოწყობილ 3 კარს მოიცავდა, რომელიც მონაწილეებს სხეულისა და ნიჩბის შეუხებლად უნდა გაევლოთ.

ტურნირში მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო და გამარჯვებული რადიო ”ფორტუნა” გახდა, რომელმაც დისტანცია 1 წუთსა და 41 წამში დაფარა.

გამარჯვებულ გუნდზე 2 წამით ნაკლები შედეგი აჩვენა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გუნდმა და მესამე ადგილი დაიკავა.

 

 

 

დღის ამბები