03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
მსოფლიო რბენა 33 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 3 საათში დაიწყება

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის
ისტორიაში-სამ საათში 33 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ერთდროულად დაიწყება საქველმოქმედო მარათონი, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ თანხის შეგროვებას ითვალისწინებს.

მარათონში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში წელს 5 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მსოფლიოს მასშტაბით კი ამ ღონისძიებამ საერთო ჯამში ასიათასობით ადამიანი გააერთიანა.

არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად შეჯიბრს ეთიშება.

დღის ამბები