03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქცია ბალტიმორში დაკავებებით დასრულდა

კვლავ დაკავებებით დასრულდა პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქცია ბალტიმორში. ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, დემონსტრანტების ნაწილმა კი კომენდანტის საათიც დაარღვია, რომელიც ქალაქში უკვე 5 დღეა მოქმედებს. ამის გამო სამართალდამცველებმა 10–ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.

არეულობა ბალტიმორში რამდენიმე კვირაა გრძელდება. ადგილობრივები წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა ფერადკანიანის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელსაც დაკავების შემდეგ აუცილებელი სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს. 

დღის ამბები