03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
"გზა ყოველდღიურად ინგრევა, შიშით ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ,"- გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

"გზა ყოველდღიურად ინგრევა, შიშით ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ,"- ამ განცახდებას ჟურნალისტებთან გორგასლის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები აკეთებენ. 

მათი განცხადებით გზის სავალი ნაწილი ყოველდღიურად იშლება, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევებიც გახშირებულია. 

დღეს გორგასლის ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თბილისის საკრებულოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერია მოსახლეობის პრობლემით არ ინტერესდება და საჭირო ზომებს პრობლემის მოსაგვარებლად არ ატარებს.

"თბილისის მერიაში ამ გზის პროექტი არსებობს, მათ მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ ეს პროექტი აამუშავონ და მოხსნან ეს პრობლემა,"- აცხადებს ირაკლი აბესაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები