03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
"თბილისის მთავრობა მოსახლეობამ უნდა შეარჩიოს,"- გია კორკოტაშვილი ახალ კამპანიას იწყებს

"თბილისის მთავრობა მოსახლეობამ თავად უნდა შეარჩიოს" ამ ლოზუნგით თბილისში საზოგადოებრივი ცენტრები შეიქმნება. იდეის ავტორი ორგანიზაცია "დედაქალაქი" და გია კორკოტაშვილის მოძრაობა "ქართული მისიაა."

ორივე ორგანიზაცია ერთობლივად თბილისის ყველა უბანში საზოგადოებრივ ცენტრებს შექმნიან, რომლის მიზანი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება იქნება. 

პირველი შეკრება დღეს ვორონცოვის მოედანზე გაიმართა.  გია კორკოტაშვილის განცხადებით მომავალი არჩევნებისთვის მოსახლეობა შეარჩევს როგორც გამგებლების კანდიდატებს, ასევე მერის კანდიდატს. 

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ასე არჩეული თანამდებობის პირები მოუსმენენ მოსახლეობას და გაიზიარებენ მათ პრობლემებს.

დღის ამბები