03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ქეით მიდლტონმა ახლადდაბადებული პრინცესა საზოგადოებას წარუდგინა

ახლადდაბადებული პრინცესა კემბრიჯის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ საზოგადოებას წარუდგინეს. ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკა მშობიარობის დღესვე დატოვა, თუმცა კენსინგტონის სასახლეში გამგზავრებამდე სამეფო წყვილი, ტრადიციულად, ახალშობილთან ერთად, შენობასთან შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს მიესალმა.

რა შეურჩიეს სახელად პრინცესას, რომელიც 3 კილო და 700 გრამი დაიბადა, ამ დრომდე უცნობია. სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადების აღსანიშნად ბრიტანეთის დედაქალაქში წუხელ, ტრაფალგარის მოედნის შადრევნები, ტაუერ ბრიჯი და ლონდონის თვალი ვარდისფრად გაანათეს. 

დღის ამბები