03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა.

წინანდლში წარმოდგენილია მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნამუშევარი, ასევე პაბლო პიკასოს "ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი."

გამოფენის ნახვა წინანდალში თვის ბოლომდე იქნება შესაძლებელი, მოგვიანებით მას ბათუმის სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს.

წინანდლის საგაზაფხულო სეზონის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის სიმებიანმა კვარტეტმაც.

წინანდალში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. 

"ძალიან სასიამოვნოა, რომ მუზეუმი ასე კარგად აღადგინეს. საოცარი განცდაა ახლა ამ ყველაფრის ნახვა,"- განაცახდა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

დღის ამბები