03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში-ხელისუფლება გამოსავალს ეძებს

საქართველოს მთიან რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ადგილობრივების თქმით სოფლებში ბევრად უფრო მეტი დაუოჯახებელი მამაკაცია ვიდრე გასათხოვარი ქალი. ოჯახის შექმნის მსურველების რაოდენობაც დროთა განმავლობაში იკლებს. ხშირ შემთხვევაში მამაკაცები ოჯახის შექმნისგან თავს მატერიალური მდგომარეობის გამო იკავებენ.

პარლამენტში მაღალმთიანი რეგიონებისთვის კანონპროექტი უკვე მზად არის, რომლის მიხედვითაც უნდა გაიზარდოს პენსიები, მასწავლებლის ხელფასები, ბავშვებზე დაწესდეს დახმარება და ასევე ახლადდაქორწინებულებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება ან მიწის ნაკვეთები.

კანონპროექტის მიღება მთავრობას 2017 წლიდან 50 მილიონი ლარი დაუჯდება.

ავტორი:თენგიზ გოგოტიშვილი

დღის ამბები