03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
სელექციური აბორტი-პრობლემა, რომელსაც საქართველო ამ დრომდე ებრძვის

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში დაბადებული გოგონების რაოდენობა იკლებს, რაც ძირითადად სელექციური აბორტის ბრალია. ექიმები ხშირად ამბობენ, რომ პაციენტები სქესის გაგების შემდეგ ბავშვის გაჩენაზე ყოყმანობენ.  მათ პაციენტის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვთ, მედიკოსებს მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლიათ.

მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით წარმოებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში 1990-დან 2010 წლამდე 25 ათასით  ნაკლები გოგონა დაიბადა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2014 წლის ოქტომბერში აბორტის მიმართ რეგულაციები გამკაცრდა. 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურების ან სამედიცინო ჩვენების შემთხვევაშია დასაშვები.

 

დღის ამბები