03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ლეგენდარული მოჭიდავის კოლია ქვარიანის ისტორია

კოლია ქვარიანი, ქართველი მოჭიდავე იყო, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა და ღარიბთა სასაფლაოზე ამერიკაში დაკრძალეს. ცნობილი იყო, რომ ქვარიანი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მისი საფლავი 11 წლიანი ძებნის შემდეგ 2007 წელს იპოვეს.

ამერიკაში ქართველმა ემიგრანტმა ლეგენდარული მოჭიდავის საფლავს ჯვარი დაადგა და საქართველოდან ჩატანილი ქართული მიწა მოაყარა. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და სპეციალური ნებართვის საფუძველზე მოხდა.

ცნობილია, რომ ქვარიანი კიდევ 4 ადამიანთან ერთად არის დასაფლავებული.

კოლია ქვარიანი ქუთაისელი იყო,  ის თეთრ ხიდთან ცხოვრობდა. მისი სახელის საპატივცემულოდ კი თეთრ ხიდთან მდინარე რიონში არსებულ ქვებს  ქვარიანის ჩქერებს უწოდებენ. ქუჩას კი სადაც ის ცხოვრობდა მისი სახელი დაერქვა. 

კოლია ქვარიანი მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოჭიდავე იყო. მსოფლიო ფიქრობდა, რომ ქართველ მოჭიდავეს არაადამიანური ძალა ჰქონდა.

ქვარიანს ერთი სურვილი ჰქონდა-მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაეწვათ, ხოლო ფერფლი ქუთაისში მდინარე რიონში ქვარიანის ჩქერებში მოეყარათ. 

ავტორი თეა ადეიშვილი

დღის ამბები