03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
31 წლის ახალგაზრდამ ერთი ადამიანი მოკლა 2 კი დაჭრა

31 წლის ახალგაზრდამ აჭარაში 3 ადამიანი დაჭრა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა რამდენიმე საათის წინ "შუახევჰესის" ტერიტორიაზე მოხდა. 

როგორც ცნობილია ბრალდებული "შუახევჰესის" თანამშრომელია, შემთხვევა კი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 

დაჭრილი სამივე პიროვნება შუახევის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაცვამ დაჭრილები საავადმყოფოში არ შეუშვა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა საავადმყოფოში ექიმები არ იმყოფებოდნენ. სამედიცინო პერსონალი ადგილზე არც ამ წუთებში იმყოფება. 

არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოს მისაღებში გარდაიცვალა, როგორც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ადგილობრივებმა უთხრეს ახალგაზრდა სისხლისგან დაიცალა. 

შუახევის საავადმყოფოში მომხდარი ფაქტის გამო ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილობრივი მაცხოვრებლები ექიმების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ცენტრალური გზა აქვთ ბლოკირებული. 

 

 

 

 

დღის ამბები