03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
საპროტესტო აქცია ბუბა კუდავას მხარდასაჭერად

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოხსნას დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ თანამშრომლები. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

თანამშრომლები ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლის გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათთვის ამ დრომდე უცნობია თუ სად განაგრძობს მომავალში ცენტრი მუშაობას.

მათივე თქმით, აუცილებელია ხელნაწერთა ცენტრში დარჩეს ლაილაშის ბიბლია, რომლის გადაცემასაც განათლების სამინისტრო, ებრაული კულტურის მუზეუმისთვის გეგმავს.

რაც შეეხება ცენტრის დირექტორს, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. მსურველებს განაცხადის წარდგენის ვადა შვიდ მაისამდე აქვთ.

აქცია ხელნაწერთა ცენტრის ეზოში 17 საათზე გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები