03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ქართველმა ბაიკერებმა რუსი ბაიკერების საქართველოში შემოსვლა გააპროტესტეს

აქცია ვარდების მოედანზე.

ქართველმა ბაიკერებმა რუსი ბაიკერების საქართველოში, გეორგიევსკის ლენტებით, შემოსვლა გააპროტესტეს.

აქციაზე მივიდნენ რუსი ბაიკერებიც, სადაც შეხვედრა გაიმართა. ორგანიზატორებმა მათ განუმარტეს, რომ ეს ბაფთა ოკუპაციის სიმბოლოა და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფს.

ქართველმა ბაიკერებმა მათ სთხოვეს, რომ აღნიშნული ლენტით საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ.

თბილისში 25-მდე რუსი ბაიკერი იმყოფება. როგორც ისინი ამბობენ საქართველოში მხოლოდ სამოგზაუროდ იმყოფებიან და რაიმე პოლიტიკური მიზნები არ აქვთ.

დღის ამბები