18 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
"რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი და ამას არ აქვს არანაირი გამართლება" - პრემიერი ლევან იზორიას ძმის საქმეზე

მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ლევან იზორიას ძმის საქმეს ეხება.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ის, რაც კადრებშია ასახული, უკიდურესად მიუღებელია.
 
"იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.  ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები