ჩინეთის ქალაქ უხანიდან, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრს წარმოადგენს, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას თურქეთი უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.
სპეციალური თვითმფრინავი კაისერის სამხედრო აეროპორტიდან დღეს გაფრინდა. თვითმფრინავი აღჭურვილი იქნება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და აპარატურით. თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად ჩინეთიდან გამოიყვანენ საქართველოს 7, აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის 1 მოქალაქეს.
ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციას "ქოჯა იუსუფი" უწოდეს.