03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
აღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა

თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა.ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სატვირთო ავტომობილია, რომელიც ხიდს გამოედო და რკინის კონსტრუქცია დაანგრია. 

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით არავინ დაშავებულა. თუმცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან. 

მომხდარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

 

ფოტოების ავტორი: თაზო კუპრეიშვილი

დღის ამბები