03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ზვიგენის ფორმის ბუშტები, წითელი ბარათები - აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ამ წუთებში ხმაურია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებას აპროტესტებენ და ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ზვიგენის ფორმის ბუშტები, წითელი ბარათები და გრაფიკული გამოსახულება მიიტანეს, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გაუფასურების მაჩვენებელია ასახული.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. 

დღის ამბები