03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ტუბერკულოზის შემთხვევა 24-ე საჯარო სკოლაში

ტუბერკულოზის შემთხვევა 24-ე საჯარო სკოლაში. მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მკურნალობას უკვე სახლში გადის. პარალელურად კი კვლევა უტარდება ყველა იმ მოსწავლეს და მასწავლებელს, ვისთანაც მას სწავლის პერიოდში შეხება ქონდა.

კვლევების პროცესში ორგანიზმში ინფექციური ჩხირი კიდევ 2 მოსწავლეს დაუდგინდა. თუმცა, მათი დაავადების გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

სკოლაში უკვე დამუშავდა საკლასო ოთახები, რის გამოც განათლების სამინისტრო და დირექცია სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობას ვერ ხედავს.

დღის ამბები