03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
4 ოქროს მედალი - ქართველი კარატისტების მორიგი წარმატება

ქართველი კარატისტების მორიგი წარმატება. თბილისში გამართულ შოტოკან კარატეში მსოფლიოს თასის გათამაშებაში ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მოიპოვა.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს მედლები დავით ტყებუჩავამ, ჰენრი ვეკუამ, ირაკლი ტყებუჩავამ და ნოშრევან წურწუმიამ მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატი თბილისში სამი დღის განმავლობაში სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა.

დღის ამბები