03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
Air Arabia შესაძლოა საქართველოში შემოვიდეს

ავიაკომპანია Air Arabia შესაძლებელია საქართველოში შემოვიდეს.  კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გაიცნეს. Air Arabia-სთან ერთად ქვეყანაში იმყოფებოდნენ ყატარის ტუროპერატორებიც.

სულ საქართველოში  8 კაციანი ჯგუფი იყო ჩამოსული.  მათ 4 დღის განმავლობაში თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა, გორი, უფლისციხე, ქუთაისი, წყალტუბო და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს.

Air Arabia-სა და ყატარის ტუროპერატორებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

დღის ამბები