03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
მოსწავლეებმა ბულინგის წინააღმდეგო საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბავშვები ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ. დღეს მსოფლიო ბულინგის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რასაც თბილისის კლასიკური გიმნაზიაც შეუერთდა ანტიბულინგური კამპანიის კვირეულით.

კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დადგეს ფლეშმობი, გააკეთეს ანტიძალადობრივი ჯაჭვი და შეღებილი ხელებით სიმბოლურად მოხატეს ბანერი.

კვირეულის გახსნას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც დაესწრო. ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეთა მიერ გადაღებული თემატური ფილმის ჩვენება გაიმართა.

დღის ამბები