03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულიოზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა

24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულიოზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ინფექციის გადამდები ფორმა არ აქვთ, სკოლაში მაინც აღარ დადიან. ერთი მაღალი კლასის მოსწავლე კი მკურნალობას უკვე სახლში აგრძელებს. სამივე შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში გამოვლინდა.

სკოლის ადმინისტრაციისგან განსხვავებით კიდევ ერთ, მეოთხე შემთხვევაზე საუბრობენ განათლების სამინისტროში, ამავე სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეს ინფექცია მსუბუქ ფორმებში გამოუვლინდა. ოთხი შემთხვევის მიუხედავად სამინისტრო ჯერ სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობას ვერ ხედავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ტუბეკულიოზის მხოლოდ ერთ შემთხვევას ადასტურებს.

ტუბერკულიოზის არსებობის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

დღის ამბები