03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდამჭერ აქციაზე განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გათავისუფლებული დირექტორი ბუბა კუდავა მის ყოფილ თანამდებობაზე, რომელიც ამ დოისთვის ვაკანტურია განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, სადაც ცენტრის მხარდამჭერები და თანამშრომლები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნა განათლების მინისტრთან შეხვედრაა, სადაც განხილული იქნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობისა და ლაილაშის ბიბლიის ებრაული მხარისთვის გადაცემის საკითხები, ასევე ხელფასებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები.

ჯერჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა თამარ სანიკიძე აქციის მონაწილეებს. განათლების სამინისტროში ჯერ საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.

დღის ამბები