03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ნიმუშების გატანით ივანიშვილია დაინტერესებული"- ნიკა რურუა

ბუბა კუდავას  მხარდამჭერი ცნობილი სახეები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ კუდავას გათავისუფლების მიზეზი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ნიმუშების გატანაზე მის მიერ გაწეული წინააღმდეგობა გახდა. საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" დამფუძნებელი ნიკა რურუა ამბობს, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული ნიმუშების გაჩუქება ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ხდება.

„წარმოუდგენელი აბსურდის ტოლფასია. ეს არაფორმალური მმართველის ივანიშვილის იდეა იყო,“-აცხადებს რურუა. 

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი კი წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ კუდავას მსგავსი ზეწოლა ხორციელდებოდა მასზეც 2 წლის წინ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში. 

დღის ამბები