03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პრობლემებზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გარშემო მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა პარლამენტში გადაინაცვლებს. როგორც დღეს დეპუტატებმა განაცხადეს ისინი თვის ბოლოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ამ საკითხის განხილვისთვის ემზადებიან.

ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი განათლების მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ "სამინისტრო გაუმართლებლად ხისტად იქცევა."

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით კი ის დაინტერესდა მიმდინარე პროცესებით და განათლების მინისტრისგან მიიღო შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა ქანთარიას თქმით მიმდინარე თვეში კომიტეტში ამ საკითხის განხილვაც იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები