03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები თამარ სანიკიძის სახელზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მინისტრს ცენტრში მისვლასა და ყველა თანამშრომელთან შეხვედრას ურჩევენ. სპეციალური მიმართვა დღეს აქციაზე შეიმუშავეს, რომელშიც  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნებზეა საუბარი. ცენტრის თანამშრომლები შენობის საკითხის, ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანის, ცენტრისთვის არსებული პრობლემების მოგვარებისა და დირექტორის არჩევის უფლების აღდგენის საკითხების მოგვარებას ითხოვენ.

"ვთვლით, რომ ასეთი შეხვედრა დიდწილად დაგვიანებულია, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ თქვენთან შეხვედრისათვის. მიუხედავად თქვენს მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯებისა და ცენტრის საქმიანობის არაობიექტური შეფასებებისა, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, მივესალმებით, ღია კონსტრუქციულ ურთიერთობას,"-წერია მიმართვაში

ამავე თემაზე
დღის ამბები