03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ და სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვენ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა  განათლების სამინისტროს მიერ მათ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია აქციაზე გააპროტესტეს, სადაც სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს და თამარ სანიკიძე ცენტრში პრობლემებზე სასაუბროდ დაპატიჟეს.

ცეტრის თანამშრომლები ხელმძღვანელის თანამდებობაზე მხარს ბუბა კუდავას კანდიდატურას უჭერენ, რომელმაც უკვე მიიღო გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობისთვის იბრძოლოს.

განთლების მინისტრი თამარ სანიკიძე აუდიტის დასკვნას ელოდება, რომელიც კუდავას ხელმძღვანელობის პერიოდში თანამშრომლებზე თანხების განაწილებას სწავლობს. გავრცელებული ინფორმაციით სამინისტროს აუდიტის დასკვნის პროექტი უკვე მომზადებულია. როდის მოხდება მისი გასაჯაროება ჯერ სამინისტროს მხრიდან არ კონკრეტდება. ცენტრის თანამშრომლები კი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები