03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
მასშტაბური დაკავება პორნოგრაფიული შინაარსის მასალის გავრცელებისთვის-ბრალი 40 მამაკაცს წაუყენეს

რეკლამირებისთვის პორნოგრაფიული შინაარსიის მასალის გავრცელების გამო  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი 40 მამაკაცს წარუდგინა. ყველა მათგანი ამ დროისთვის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმის მასალების მიხედვით დაკავებულთაგან ნაწილი ისეთი შინაარსიის ვიდეობს ასაჯაროებდა, სადაც პორნოგრაფიულ სცენებში არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.
ქართული კანონმდებლობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის ფაილის ჩამოტვირთვა და შენახვაც კი დასჯადია.

გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში პასუხისგებაში მიცემული პირების საქმეზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა.

ქართული კანონმდებლობით დასჯადი უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული მასლის გავრცელებაა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და დადგენილია, რომ პორნოპგრაფიული მასალები საქართველში დამზადებული არ არის.

ავტორები: დავით ქაშიაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები