03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ექიმების არყოფნის გამო გარდაცვლილი ბიჭის საქმე შესაძლოა სამართალდამცველებს გადაეცეთ

24 წლის დაჭრლი ახალგაზრდის გადარჩენა შუახევში მხოლოდ იმ მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, რომ ადგილობრივ საავადმყოფოს შესაბამისი ექიმები არ ჰყავდა. ქირურგი და ანესთეზიოლოგი შუახევში სხვა რაიონიდან 40 წუთის დაგვიანებით ჩაიყვანეს, მთელი ამ დროის განმავლობაში კი დავით დავითაძე მიმღებ განყოფილებაში იმყოფებოდა და საბოლოოდ მისი მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა.

ადგილზე არც რეანომობილი იყო, რომელიც პაციენტს ბათუმში გადაიყვანდა. რატომ იყო შუახევის კლინიკა ცარიელი ექიმებისგან და ტექნიკისგან ამას შესაბამისი უწყებები არკვევენ.

არ არის გამორიცხული ამის შემდეგ შუახევის კლინიკაში მომხდარით, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ.

შუახევის კლინიკა, სწორედ ის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც მომსახურება რამდენიმე დღის წინ საყოველთაო დაზღვევის მიუხედავად, ადგილობრივებისთვის ფასიანი გახდა.

მისმა მფლობელმა კომპანია "ევექსმა" საყოველთაო დაზღვევის რამდენიმე კომპონენტიდან გასვლა გადაწყვიტა და პირობა დადო, რომ გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტების მომსახურება ადგილზე ან რეანომობილით გადაყვანის შემდეგ ბათუმში უნდა მომხდარიყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანია "ევექსმა" შეთანხმების პირობები დაარღვია.

ავტორი: ანა წერეთელი 

ამავე თემაზე
დღის ამბები