03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
"ივანიშვილს ვინც კოჭს უგორებს არიან მის ფულს და ჯიბეს დახარბებულები,“-ალეკო ელისაშვილი პანორამა თბილისზე საუბრობს

მინის შენობები, სასტუმროები, საკონფერენციო დარბაზები, საბაგიროები და რა თქმა უნდა აკვარიუმები იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დედაქლაქში სამ წელიწადში უნდა განხორციელდეს.

პანორამა თბილისის პოპულარიზაციისთვის ნახევრასაათიანი ფილმიც შეიქმნა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი ამ პროექტის მოწინააღმდეგეებისთვის.

ივანიშვილის მილიარდიანი პროექტი ისევ სადაოა და ურბანისტების და არქიტექტორების პოზიციები კვლავ ორად არის გაყოფილი.

იმ სპეციალისტების კრიტიკას, რომლებიც პანორამა თბილისის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ფილმში საკმაოდ ვრცელი დრო ეთმობა. მათ შორის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც მოხვდა.

„გენგეგმას უნდა იყოს მორგებული პანორამა თბილისი. ახლა ხდება პირიქით, პანორამა თბილისს უნდა მოვარგოთ მთელი ქალაქი და მისი ინტერესი. ბიძინა ივანიშვილს ვინც კოჭს უგორებს არიან მის ფულს დახარბებულები და მის ჯიბეს დახარბებულები,“- ამბობს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

პანორამა თბილისის პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა მისი დამტკიცების შემთხვევაში მშენებლობა სოლოლაკის ქედის პარალელურად რუსთაველის გამზირზეც დაიწყება. საუბარია თავისუფლების მოედანთან მდებარე ყოფილი ცეკავშირის შენობაზე. ეს ადგილი თბილისის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი და პანორამა თბილისის ფარგლებში სწორედ ცეკავშირის ყოფილი შენობის ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმროს კომპლექსი აღიმართება.

 

ავტორი: ეკა გაგუა

 

დღის ამბები