03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
"ეს არის ჩვენი და ნატოს ორმხრივი ურთიერთობა და ჩვენი გადასაწყვეტი," - თინა ხიდაშელი

ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნის გამართვის მნიშვნელობაზე
საუბრობენ თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესმა რუსეთის გაღიზიანებაც გამოიწვიოს.

თინა ხიდაშელის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში შესაძლოა ნატოსთან ურთიერთობის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში შევიდეს.

"ეს არის ჩვენი და ნატოს ორმხრივი ურთიერთობა და ჩვენი გადასაწყვეტი. შესაძლოა, ეს ურთიერღობა უფრო აქტიურ და ინტენსიურ ფაზაში შევიდეს ჩემი მინისტრობის პერიოდში" - 

ბულგარეთის ქალაქ ვარნადან ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა უკვე რამდენიმე საათია ვაზიანის საწვრთნელი ბაზისკენ მოემართება. სამხედრო აღჭურვილობას საქართველოში სამხედრო წვრთნის Noble Partner-ის ფარგლებში ჩამოიტანენ.

სწავლებაში დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო ჩაერთვება. სწავლება ვაზიანში 11-25 მაისს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები