03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ჯანდაცვის კომიტეტში ქვეყანაში შემოსულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე იმსჯელებენ

ქვეყანაში შემოსულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე იქნება საუბარი დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ეს ის პრეპარატებია, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ე.წ. „ბიო ნარკოტიკის“ რეკლამირება-გაყიდვა.

კანონში ცვლილება მათ კრიმინალიზირებას და ახალი ტერმინების დამატებას ითვალისწინებს.
დღესვე ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ იმ სიახლესაც, რომლის მეშვეობითაც შიდსის შესახებ ანალიზის ჩატარება მოზარდს მშობლის ნებართვის გარეშეც შეეძლება.

 

დღის ამბები