არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი" პარლამენტს მოუწოდებს სამართალდამცველთა მიერ კანონის დარღვევის უფლებით და ე.წ ნარუშილოვკების საკითხით დაინტერესდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამისი განაცხადით საკანონმდებლო ორგანოს დღეს მიმართავს. ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დიდი ხანია ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემა არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია თავდაცვის და იურიდიულ კომიტეტებს შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარებას სთხოვს.
"სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ერთის მხრივ, ასეთი წესის არსებობისა და მეორე მხრივ, პრაქტიკაში შესაძლოა, ის სრულიად არასათანადოდ გამოიყენებოდეს. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეისწავლოს რაში არის საქმე, გამოკითხოს, მათ შორის მინისტრს, რის საფუძველზე გამოსცა მან ეს წესი და დაადგინოს, არსებობს თუ არა, ასეთი წესის არსებობის აუცილებლობა," - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.