09 სექტემბერი 2026,   21:34
ვრცლად
მარნეულში დაუმორჩილებლობის მუხლით აქტივისტის დაკავებას, ადვოკატი ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს

მარნეულში დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული აქტივისტის საქმეზე რუსთავის სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. რაშან ზიად-ალიევის ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის დევნასა და დაშინებას ეხება, რათა სხვა აქტივისტებმა ხმის ამოღება ვეღარ გაბედონ. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

"როდესაც პოლიციას შეუძლია პირის იდენტიფიცირება პირადობის მოწმობით, დამატებით ფოტოს გადაღება არის მის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა და პირდაპირ არის კანონით აკრძალული. ანუ ეს იქნება ძირითადი ხაზი სასამართლო მოსმენის.

ესეც სწორედ მის აქტივობას უკავშირდება, რომელიც გულისხმობს, როგორც ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების კრიტიკას, ასევე იმ ქმედებების კრიტიკას, რომელიც ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების მხრიდან ხდება," - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

დღის ამბები