09 სექტემბერი 2026,   21:33
ვრცლად
ისედაც ცნობილია ვინ გახდება გენპროკურორი და ისედაც ვიცით ვინ გახდება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე - რომან გოცირიძე

შესაძლოა ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატად შერჩეულ ირაკლი შოთაძის საკითხზე იმსჯელოს.

ოპოზიციაში ირაკლი შოთაძის კვლავ გენპროკურორობის კანდიდატად შერჩევას ფარსსა და დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, საპროკურორო საბჭო უკანონო გადაწყვეტილების მონაწილე გახდა. 

"ნათელი იყო ვინ გახდებოდა გენერალური პროკურორი, მოაწყეს თეატრი და სამწუხაროდ მასში მონაწილეობდა საპროკურორო საბჭო. ისედაც ვიცით ვინ გახდებოდა გენერალური პროკურორი და ისედაც ვიცით ვინ გახდება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ბიუროდან დაწყებული საკომიტეტო მოსმენებით დაწყებული არის ფარსი. არაფერი ამ ყველაფერში არ არის კანონიერი ეს არის ერთი ადამიანების ნების გამოვლინება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

​პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი არ გამორიცხავს, რომ შოთაძის მოსმენა იურიდიულ კომიტეტზე შესაძლოა დღეს შედგეს, რის შემდეგაც მთავარი ბრალმდებლის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.

დღის ამბები