03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ევროპის კვირეულის საქართველოში დაწყება საზეიმოდ აღინიშნა თბილისის საკრებულოში

ევროპის კვირეულის საქართველოში დაწყება საზეიმოდ აღინიშნა თბილისის საკრებულოში.

ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე, ლატვიის ყოფილი პრეზინდეტი, ევოკავშირის წარმომადგენლები, პატრიარქი და დეპუტატები ესწრებოდნენ. მოეწყო ევროკავშირის თემაზე შექმნილი ილუსტრირებული ბროშურის პრეზენტაცია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტრადიციული ღონისძიება იწყება განსაკუთრებულ გარემო პირობებში, როდესაც საქართველო ევროპას მიუახლოვდა ისე, როგორც არასდროს.

"ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამით გამოვხატეთ ქართველი ხალხის ურყევი ნება დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოთა შორის,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ლატვიის ყოფილი პრეზიდეტის ვალდის ზატლერსის განცხადებით, საქართველომ ბევრი გააკეთა და მიაღწია წარმატებას რეფორმების კუთხით, ამიტომ ის არის მოწინავე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების სიაში.

ევროპის კვირეული 11 მაისამდე გაგრძელდება.

 

დღის ამბები