03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
საქართველოს ბიზნესასოციაციები ბიზნესომბუდსმენის მხარდამჭერს წერილს აქვეყნებენ

ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობენ საქართველოს ბიზნე ასოციაციებში გაერთიანებული მეწარმეები და ამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

"მომხდარი მიზნად ისახავს არა რომელიმე ბიზნეს სტრუქტურის დისკრედიტაციას, არამედ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციისათვის, სრულიად უსამართლოდ ზიანის მიყენებას," – წერია ტექსტში.

ბიზნესმენების თქმით, გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან გულისხმიერებით, მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი მონდომებით ცდილობდა ბიზნესის დახმარებას.

"ხოლო დღეს, როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ბიზნესს თავად უწევს მისი დაცვა, რაც სამწუხარო რეალობაა და უარყოფითად აისახება ინვესტორთა ქცევაზე", - აღნიშნულია ბიზნესმენთა განცხადებაში.

განცახდებას ხელს ბიზნესმენთა 8 ასოციაცია აწერს.

ამავე თემაზე
დღის ამბები