03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
იანოშ ჰერმანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე მოხსენებით წარსდგა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა იყო იმ მოხსენების მთავარი თემა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა გააცნო საზოგადოებას.

შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ გახსნა. იანოშ ჰერმანმა კომენტარი რიგის სამიტის სამზადისთან დაკავშირებითაც გააკეთა და ყურადღება გაამახვილა დოკუმენტზე, რომელიც სამიტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნისთვის უნდა მიიღონ. საქართველოსთვის რამდენიმე ძირითად მიმართულებებს შორის კი სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესიც დაასახელა.

იანოშ ჰერმანის მოხსენება იყო პირველი, იმ ოთხდღიანი საჯარო ლექციების ციკლში, რომელიც ევროპის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

დღის ამბები