03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ენგურის ხიდზე ბავშვის გარდაცვალების შესახებ საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მიმართავს

ენგურის ხიდზე 13 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. თამარ ბერუჩაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები ირღვევა.

"საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება," -  ნათქვამია საგარეო საქმეთა სმაინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 13 წლის მოზარდი გუშინ ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით მოზარდი მშობლებს სამკურნალოდ ზუგდიდში უნდა გადმოეყვანათ თუმცა მათ ამის საშუალება ოკუპანტებმა არ მისცეს. რის გამოც მოზარს სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს და გარდაიცვალა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები