03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
პროექტ "დავასუფთავოთ საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრებმა’’, - პროექტ "დავასუფთავოთ საქართველოს" შესახებ ანგარიში წარადგინა.

ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დაბინძურებული ადგილების შესახებ ინფორმაცია შეგროვდა და მოეწყო დასუფთავების აქციები. ასევე, შემუშავდა რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ანგარიშის პრეზენტაციას გარემოს დაცვის ახლადდანიშნული მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. ერთწლიანი პროექტის მხარდამჭერი გარემოს დაცვის სამინისტრო და შვედეთის საელჩოა.

დღის ამბები