არის თუ არა დარღვევები გიგი უგულას საქმეში - ფაქტებს ევროპარლამენტის სპეციალური მისია შეისწავლის. ხელისუფლების შეთავაზება უკვე მიღებულია, ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ.
სტრასბურგში ამბობენ, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ.
"ეს იყო ახალი შემოთავაზება. ვფიქრობ ამან კარგად უნდა იმუშაოს. მნიშვნელოვანია, მეტ ადამიანს შეეძლოს საქართველოში ჩამოსვლა და საკუთარი თვალით ნახვა, რა ხდება იქ. ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე მეორეს. ამიტომ კარგია, თუ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს მივცემთ საშუალებას თავად გაეცნონ ვითარებას.
ჯერ არ ვიცით იმ ადამიანების ვინაობა, ვინც დელეგაციას შეურთდება, პირად მე ვისურვებდი მისი ნაწილი ვიყო, რადგან მაინტერესებს ეს კონკრეტული საკითხი. მართალია ევროპარლამენტს არ აქვს საშუალება ჩაიხედოს სამართლის არსში, ეს ქართული სამართლებრივი სისტემის პრეროგატივაა, თუმცა ევროპარლამენტარები ჩამოვლენ და ზოგადად შეისწავლიან საკითხს. თუ კომისია რაიმე დარღვევას იპოვის, გამოთქვამს წუხილს, თუ არადა ფაქტი ფაქტად დარჩება," - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი კრისტიან პერეში.