03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
16 წლის გოგო თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს - სკოლაში მოსწავლეს დადებითად ახასიათებენ

თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონა 98-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სკოლაში იხსენებენ, რომ მოსწავლე ძალიან გაწონასწორებული წესიერი და მშვიდი იყო.

მათი თქმით, 16 წლის მოზარდი გუშინ გაკვეთილებზეც ჩვეულ მდგომარეობაში იმყფოებოდა. სკოლაში ამბობენ, რომ 16 წლის გოგოს ნერვიულობა არ აღენიშნებოდა. 

როგორც 98-ე საჯარო სკოლაში განმარტავენ, გოგონა გუშინ 6 გაკვეთილის განმავლობაში სკოლაში იმყოფებოდა და სასწავლო პროცესის დასრულების შემეგ სახლში წავიდა. თუმცა, ოჯახის წევრებმა სასწავლო პროცესის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ სკოლაში დარეკეს და განაცხადეს, რომ ბავშვი სახლში არ დაბრუნებულა. 

ამის შემდეგ საპატრულო პოლიციამ 16 წლის გოგონას ძებნა დაიწყო და ის გარდაცვლილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს. 

ოჯახის წევრები კურიერთან განცხადებას არ აკეთებენ. 

 

ავტორი: ნატა მახვილაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები